logo
ENG



CBS: უკრაინის საზღვართან მყოფმა რუსულმა ქვედანაყოფებმა თავდასხმით პოზიციაზე გადასვლა დაიწყეს

15 თებ 202200:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/15/pcrdbkrt5tqp2rb.png

CBS news-ის ცნობით, უკრაინის საზღვართან მობილიზებულმა რუსულმა ქვედანაყოფებმა თავდასხმით პოზიციაზე გადასვლა დაიწყეს. მედია ინფორმაციას აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

CBS-ის ინფორმაციით,  კვირის შემდეგ შეიმჩნევა, რომ სატელიტურ ფოტოებზე აქამდე ჯგუფურად და მჭიდროდ მდგომი რუსული ქვედანაყოფები დაიშალა და მათ "შეტევის პოზიციაზე" გადაინაცვლეს. 

14 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ მათთვის მიწოდებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება.

16-17 თებერვალს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალია დაგეგმილი.

ამ ეტაპზე აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები სწორედ ამ დროს არ დაიწყება. მინისტერიალს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი პირადად დაესწრება.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაზვერვის მრავალი სხვადასხვა ხაზი, რუსული კომუნიკაციების ჩათვლით, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის გარშემო განლაგებული რუსული ჯარები აძლიერებენ თავის შესაძლებლობებს, ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში, მათ შორის, გაფრთხილების გარეშე თავს დაესხას უკრაინის დედაქალაქს, კიევს. 

CNN-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან ამ დროისთვის დაახლოებით 130 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.  მიუხედავად ამისა, აშშ რუსეთის ამ ნაბიჯებს ჯერაც არ აფასებს, როგორც "საბოლოო სამზადისს", ვინაიდან პუტინს ჯერაც აქვს დრო, შეწყვიტოს ნებისმიერი სამხედრო მოქმედებაა.


close დახურვა